15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული “ნიჭიერის“ გამარჯვებულია.
21 ნოემბერს ქართველი ბიჭი სოფელ რუისიდან “ოქროს ღილაკით“ პირდაპირ ფინალურ შოუში მოხვდა.
ფინალი საქართველოს დროით დილის 4:25 საათზე დაიწყო და 7:30 წუთზე დასრულდა.
ალექსანდრე ზაზარაშვილის დედა გულიკო ეგნატაშვილი:
– ლამის გული ამომვარდეს. ძალიან მინდა, ამ წუთებში ჩემ შვილს ჩავეხუტო და გულში ჩავიკრა. ადგილს ვერ ვპოულობ, მეორედ დავიბადე ამ ქვეყანაზე. უბედნიერესი ვარ და მინდა მეც ჩემი შვილის გვერდით ვიყო. გავიზიარო ეს სიხარული და ემოციები.
15 წლის ალექსანდრე სოფელ რუისიდან უკვე წლებია, რაც თავისი მიღწევებით სამშობლოს აოცებს. ალექსანდრე ზაზარაშვილი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის უკრაინული “ვოისი”- ს.
ამბები