აშშ-ში, მიჩიგანის სკოლაში ერთ-ერთმა მოსწავლემ ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაიჭრა 8 ადამიანი.
დაღუპულები 16, 17 და 14 წლის მოსწავლეები არიან. დაჭრილებიდან ერთ-ერთი პედაგოგია, დანარჩენი კი – მოსწავლეები.
15 წლის მოსწავლე, რომელმაც ცეცხლი გახსნა, სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რა იყო სროლის მოტივი.