აშშ-ის კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშეარმა განაცხადა.
მისი თქმით, შტატის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტორნადოს მსხვერპლი, შესაძლოა 100-მდეც გაიზარდოს. სტიქიის გამო კენტუკიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ტორნადო აშშ-ის სხვა შტატებსაც დაატყდა თავს. ამინდის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა ტორნადოსთან დაკავშირებული გაფრთხილება გასცა არკანზასის, ტენესის, მისურისა და ილინოისის შტატებისთვის.
არკანზასის შტატში ტორნადოს შედეგად მოხუცთა თავშესაფარი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
იპნ