ათენში ქართველი კანონიერი ქურდი ლევან ხავთასი დააკავეს

ათენში ქართველი კანონიერი ქურდი ლევან ხავთასი დააკავესათენში 37 წლის ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს.

“ათენის პროკურატურის და პოლიციის თანამშრომლებმა ქართული მაფიის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი დააკავეს, რომელიც ფლობს “კანონიერი ქურდის” ტიტულს“ – წერს ბერძნული მედია.

დაკავებულია ლევან ხავთასი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ლაზარეს“ სახელით იცნობენ.

მას საბერძნეთში ძარცვისა და ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი.

ბერძნული მედიის ცნობით, “კანონიერი ქურდი” საბერძნეთში ყალბი ქართული პასპორტით და შეცვლილი ვინაობით გადაადგილდებოდა, თუმცა პოლიციამ თითის ანაბეჭდებით მისი იდენტიფიცირება მაინც მოახერხა.

რუსთავი 2