28 დეკემბერს ბაღდათთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.