გორში პოლიცია არასრულწლოვან გოგონას ეძებს. ის დილით სკოლაში არ მივიდა, თუმცა, როგორც სკოლის წარმომადგენელი აცხადებს, ბავშვი მანქანით სასწავლო დაწესებულების ჭიშკრამდე მიიყვანეს.
,,ჩვენი კამერები მხოლოდ ჩვენს ტერიტორიას აფიქსირებს. ჩანს, რომ ბავშვი მოიყვანეს ჭიშკრამდე და არ შემოდის სკოლაში. ეზოს გარეთ სხვა ტერიტორია არ ჩანს. ” – გვითხრა სკოლის დირექტორმა.
როგორც დირექტორი აცხადებს, ბავშვთან დაკავშირებით, უახლოეს წარსულში მომხდარი რაიმე განსაკუთრებული მოვლენის შესახებ, არაფერი სმენია.
პოლიციელებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს, დაკითხვაზე მშობლები, პედაგოგები და ის ადამიანები მიიყვანეს., ვისაც დღეს დილით არასრულწლოვანი დაინახა ან კონტაქტი ჰქონდა.
იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი 3 დღის განმავლობაში არ გამოჩნდა, ოფიციალური ძებნა გამოცხადდება.
ქართლი.გე

