“ბებია ეძებს 14 წლის გოგონას, რომელიც საქმრომ გაიტაცა… 3 წლის წინ დანიშნეს” – ბაია პატარაია

"ბებია ეძებს 14 წლის გოგონას, რომელიც საქმრომ გაიტაცა... 3 წლის წინ დანიშნეს" - ბაია პატარაიაბაია პატარაიამ ფეისბუქში დაწერა:

“რამდენიმე დღეა გამზრდელი ბებია ეძებს 14 წლის გოგონას, რომელიც 11 წლის ასაკში დანიშნეს და ახლა უკვე იმ საქმრომ გაიტაცა. ბებიის მტკიცებით, ბავშვი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ქორწინების. ვრეკავთ შსს-ში და გვეუბნებიან, რომ ბავშვი უსაფრთხოდაა და პრობლემა არ არსებობს. თუმცა, აბსოლუტურად სხვა ინფორმაციას ვიღებთ სოფელში: ნასამართლევი საქმრო დაკავებული არ არის, გოგონა საქმროს ბებიასთანაა, სადაც ეს კაცი აკითხავს; ამბობენ, რომ მოლამ ჯვარიც დასწერაო.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გოგონა არ არის საკუთარ ოჯახში. მორიგი ადრეული ქორწინების მიჩუმათება ხდება იორმუღანლოში სწორედაც რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით და დუმილით.
ყველა თავს ვიკავებდით ეს დღეები, და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის იმედი გვქონდა, მაგრამ ისღა დაგვრჩენია ჩავრთოთ საქმეშია მედია, რათა ბავშვის ხარჯზე ერთმანეთს არ გაურიგდნენ ზრდასრული კაცები.
დეტალებისთვის ეკონტაქტეთ Tamuna Lukava და Jood Kordzakhia”