ბენეტი – ისრაელში კოვიდის ვაქცინის მე-4 დოზით აცრიან

ბენეტი - ისრაელში კოვიდის ვაქცინის მე-4 დოზით აცრიანისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზას 60 წელს გადაცილებულ პირებს, მედიკოსებსა და დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებს შესთავაზებენ.

„არაჩვეულებრივი ახალი ამბავი, ნუ დაკარგავთ დროს, აიცერით,“- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.

მესამე და მეოთხე დოზებს შორის შუალედი მინიმუმ 4 თვე უნდა იყოს. ამასთან, 5-დან 3 თვემდე მცირდება შუალედი მეორე და მესამე დოზებს შორისაც.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის 170-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელში „ომიკრონ“ შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.