“ბნელი მიწისთვის როგორ გაგიმეტოთ!” – ბაიკერი ირაკლი კაკაურიძე დაიღუპა

"ბნელი მიწისთვის როგორ გაგიმეტოთ!" - ბაიკერი ირაკლი კაკაურიძე დაიღუპაუბედურ შემთხვევას ბაიკერი ირაკლი კაკაურიძე ემსხვერპლა.

შემთხვევა 17 დეკემბერს დილით მოხდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა სადაც წერენ, რომ 22 წლის ირაკლი გულისხმიერი, ნიჭიერი და კეთილი ადამიანი იყო.

“ულმობელია და წამია ამქვეყნიური ცხოვრება. რით უნდა ვანუგეშოთ იკა შენი მშობლები, როგორ უნდა გაგიმეტოოთ იმ ბნელი მიწისთვის.

არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ეს ხომ მწარე რეალობაა. იკა პატარაობიდან იყავი გატაცებული და შეყვარებული ბაიკერობით და დღეს 22 წლის ვაჟკაცი შეგიწირა ნეტა არ ყოფილიყავი ესეთი კარგი ადამიანი.

უფალს ვთხოვ, დაგიმკვიდროს სამუდამო სასუფეველი ”- წერენ სოციალურ ქსელში. ინფორმაციას სოფელი ჩუმლაყის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

გურიანიუსი