ჩილეში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე კანდიდატმა გაბრიელ ბორიჩმა ულტრა-მემარჯვენე კონკურენტი, ხოსე ანტონიო კასტი დაამარცხა.
არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ბორიჩმა არჩევნებში ხმების 56%-ი, კასტმა კი – 44% მოიპოვა.
„ვაპირებ, ყველა ჩილელის პრეზიდენტი ვიყო,“- განაცხადა ბორიჩმა, რომელიც პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მარტიდან შეუდგება.
გაბრიელ ბორიჩის გამარჯვება სანტიაგოს ქუჩებში ათასობით მისმა მხარდამჭერმა იზეიმა.
ჩილეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველ ტურში ორივე კანდიდატმა ხმების 30%-ზე ნაკლები დააგროვა.