დანიასა და ბელგიაში კინოთეატრები იხურება

დანიასა და ბელგიაში კინოთეატრები იხურებაბელგიაში, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო, კინოთეატრები, თეატრები და დახურულ სივრცეში განთავსებული სხვა რეკრეაციული ობიექტები დროებით იხურება.

ამასთან, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და ფიტნეს ცენტრები, შესაძლოა, ღია დარჩნენ. ბელგიის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საშობაო დღეების დაწყებამდე კოვიდ ტესტი ჩაიტარონ. ბელგიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დაინფიცირების შემთხვევების 27%-ი „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის.

„ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო თეატრებს, კინოთეატრებს, მუზეუმებს, საკონცერტო დარბაზებს, გასართობ პარკებსა და ხელოვნების გალერეებს ხურავს დანიის ხელისუფლებაც.

მაღაზიებსა და რესტორნებს მომხმარებლის რაოდენობის შეზღუდვა მოუწევთ. ამასთან, რესტორნები 23:00 საათისთვის უნდა დაიკეტოს. მანამდე დანიის მთავრობამ მოქალაქეებს სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია მისცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი ჰანს კლუგე ქვეყნებს აფრთხილებს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო კოვიდ-19-ის შემთხვევების “მნიშვნელოვანი ზრდისთვის” მოემზადონ.

მისი თქმით, “ომიკრონი“ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დომინანტური ვარიანტია.

იპნ