აშშ-ში, დენვერში, შეიარაღებულმა პირმა სულ მცირე 4 ადამიანი მოკლა და 3 დაჭრა.
დაჭრილებს შორის ერთი პოლიციელია. თავდამსხმელმა სროლა რამდენიმე ლოკაციაზე ატეხა.
ამასთან, მან ორჯერ გაუხსნა ცეცხლი სამართალდამცავებს, რომლებიც დასაკავებლად დაედევნენ. შეიარაღებული მამაკაცის ლიკვიდირება ლეიკვუდის პოლიციამ მას შემდეგ განახორციელა, რაც მან ერთ-ერთი სამართალდამცავი დაჭრა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.