ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა და ეძებენ. მისი კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, სადაც მისი ავტომობილი დგას. გაუჩინარებამდე, ეკონომიკური ტრანსპოფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი პოლიციელებს ტერორში ადანაშაულებდა.
“გაფარჩაკებული, პატივაყრილი და ღირსება შელახული ვარ! შიგნიდან მწვავს ყველა სისძარღვი.. ყოველი სუნთქვა თვეზე მეტია წამებად მექცა”, – წერს ის ფესბუქპოსტში, რომელიც 19 დეკემბერს, დილის 8:40 საათზე გამოაქვეყნა.
გერლიანის თქმით, სამართალდამცავებმა მისი ოჯახის წევრების დაშინება სცადეს.
ასევე, იგი აქვეყნებს ინფორმაციას შსს-ს თანამშრომლის შესახებ, რომელიც მისივე მტკიცებით, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით ასევე სხვადასხვა საშუალებით.
რახან ამ პოსტს კითხულობთ … მთლად კარგად არ არაის საქმე….
რადგან ახლ უკვე ყველაფერი სულერთია…
– იცნობდეთ ამ ნაგავ ბოზის გაზრდილ ბარიგას..
– გაფარჩაკებული, პატივაყრილი და ღირსება შელახული ვარ ! შიგნიდან მწვავს ყველა სისძარღვი.. ყოველი სუნთქვა თვეზე მეტია წამებად მექცა.
ამ ნაგავმა „პოლიციელმა“ ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის დავარბოვკებითა და გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა…
14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცყოფა… განადგურებული ვარ!” – წერს ფეისბუქში რამაზ გერლიანი.
ფორმულა

