ესპანეთში გარე სივრცეში პირბადეები სავალდებულო ხდება

ესპანეთში გარე სივრცეში პირბადეები სავალდებულო ხდებაესპანეთში გარე სივრცეში პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო ხდება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დაჩქარდება „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის კამპანია.

ესპანეთს ვაქცინაციის კარგი მაჩვენებელი ჰქონდა, რითაც ქვეყანამ თავიდან აიცილა შემოდგომის თვეებში მკაცრი ზომების დაწესება, მაგრამ ბოლო დროს, „ომიკრონ“ ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო, დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვარაუდობენ, რომ ესპანეთში ახალი შემთხვევების თითქმის ნახევარი „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის.

ქვეყანაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 44. 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ესპანეთისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

იპნ