გერმანიის ქალაქ მანჰაიმში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.
დაპირისპირების შედეგად 13 სამართალდამცავი დაშავდა.
დემონსტრაცია ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პოლიციამ არასანქცირებული აქციის მონაწილეებს დაშლა სთხოვა, ისინი კი, მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულია 13 ადამიანი.
მანჰაიმის გარდა კოვიდშეზღუდვები გერმანიის სხვა ქალაქებშიც გააპროტესტეს. მედიის ინფორმაციით, მეკლენბურგ-წინაპომერანიის მხარის 20 ქალაქში, საპროტესტო აქციებზე, საერთო, ჯამში, 17 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
გერმანიაში პანდემიასთან დაკავშირებით ახალი ზომების მიღება იგეგმება, რაც კერძო შეკრებების 10 ადამიანამდე შეზღუდვას გულისხმობს.
ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.
დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვა, რომელიც 28 დეკემბრიდან შედის ძალაში, შეეხება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებს.
ახალი წესი 14 წლამდე ასაკის პირებზე არ იმოქმედებს.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, რესტორნებში შესვლა კვლავ აკრძალული დარჩება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის, ან ვირუსისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარადგენენ.
იპნ