გერმანიის საგარეო მინისტრი – “უკრაინაზე თავდასხმა ჩრდილოეთ ნაკადი 2-ს გააჩერებს”

გერმანიის საგარეო მინისტრი - "უკრაინაზე თავდასხმა ჩრდილოეთ ნაკადი 2-ს გააჩერებს"უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ახალი ესკალაციის შემთხვევაში „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ექსპლუატაციაში შესვლის საშუალება არ მიეცემა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

„შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში ეს გაზსადენი ექსპლუატაციაში ვერ შევა”, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

პოლონეთში ვიზიტისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ სერიოზული შეცდომა იქნება იმის დაჯერება, რომ ევროპული ქვეყნის საზღვრების დარღვევას შედეგები არ მოჰყვება.“

შეგახსენებთ, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენის პროექტს, რომელსაც მხარს უჭერდნენ, როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ასევე ოლაფ შოლცის წინამორბედი, გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი, ბევრი ქვეყანა მწვავედ აკრიტიკებს.

იპნ