სად დააკავეს გიგი კალანდაძე – ახალი დეტალები

სად დააკავეს გიგი კალანდაძე - ახალი დეტალებირა მოტივით დააკავეს გენერალი გიგი კალანდაძე – ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ უმყოფებიან, კალანდაძის დაკავების უკან რუსეთის დაკვეთას ხედავენ. ყოფილი სამხედრო დავით მაყიშვილი ირმწუნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყოფილი მებრძოლების პირადი ინფორმაცია რუსეთს არაერთხელ გადასცა.

გენერალი კალანდაძე დააკავეს ბერლინში, უკვე უკრაინაში გამოფრენის დროს გერმანელმა სამართალდამცველებმა. არ განუმარტეს ოჯახის წევრებს რის საფუძველზე დააკავეს. თუ საქართელოს მოთხოვნით არის დაკავებული გენერალი კალანდაძე გერმანიის სამართალდამცველების მიერ, ეს არის რუსეთის შეკვეთა, იმიტომ გიორგი კალანდაძე 2008 წლის ომის დროს იყო მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური. მისმა ქვედანაყოფმა საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის 58 არმიას. საქართველოს მთავრობამ გადასცა რუსეთის სპეცსამსახურებს არა ერთხელ ინფორმაცია ჩვენზე, ჩვენი პირადი მონაცემები, – თქვა “პირველებთან” დავით მაყიშვილმა.
რუსული სპეცმსამსახურების დაკვეთის აღსრულებად მიიჩნევს მომხდარს კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო, მერაბ კიკაბიძე.

არანაირი დანაშაული გიგი კალანდაძეს არ მიუძღვის. მისი დანაშაული ერთი ის არის, რომ იბრძოდა რუსეთის, აგრესორის წინააღმდეგ, მეტი დანაშაული მას არ გააჩნია. თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს გაგზავნილი მასზე მოთხოვნა მისი დაკავების შესახებ, ეგეც იმ რუსული სპეცსამსახურების დავალების აღსრულებაა და მეტი არაფერი, – თქვა მერაბ კიკაბიძემ.
გენერალი გიგი კალანდაძე გერმანიაში სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. ის უკრაინაში ბრუნდებოდა, სადაც წლების წინ გადასახლდა. დაკავების მომენტში მას თან მეუღლე და შვილი ახლდა.

ტვ პირველი