გიორგი ბურჯანაძე – “ოცნება” ლონდა თოლორაიას სამსახურის მოსპობას აპირებს”

გიორგი ბურჯანაძე - "ოცნება" ლონდა თოლორაიას სამსახურის მოსპობას აპირებს"სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ფეიბუქში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას ეხმაურება.

“2018 წელს მივაღწიეთ იმას რომ პოლიციის დანაშაულების გამოძიებაზე პასუხისმგებელი სამსახური შეიქმნა ცალკე.

პოლიციის ქმედებების ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიება, საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო.

დღეს საღამოს აიპიენიდან გავიგეთ ყველამ, რომ თურმე ეს სამსახური უქმდება და 2 ახალი უწყება იქმნება მის ადგილას.

ბოლო 2 წელია ვაკვირდებით ამ ინსტიტუტს და ძალიან ეფექტურად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად მუშაობდნენ. არავინ მათზე ცუდს არ ამბობდა და გამორჩეული სახელმწიფო ორგანოდ ჩამოყალიბდა, რომელიც ადამიანის უფლებების სადარაჯოზე იყო მუდამ. არათუ გაუქმება, პირიქით მის გაძლიერებაზე ვსაუბრობდით, რათა უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონოდა მისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

ეს ახალი კანონპროექტი ეჭვს მიჩენს, რომ რეალური მიზანი მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ მოქმედებაა. თუ ესე არ იქნება, მაშინ ამ სამსახურის გაუქმება და ახლის შექმნა, ლონდა თოლორაიას უფლებამოსილების ვადის შემდეგ უნდა მოხდეს”,-წერს გიორგი ბურჯანაძე.
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება. ამ უწყების ნაცვლად შეიქმნება ორი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.

პროექტი 28 დეკემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.

მთავარი