„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრს, გოგიტა რობიტაშვილს, თავს დაესხნენ

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრს, გოგიტა რობიტაშვილს, თავს დაესხნენპარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრს გოგიტა რობიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პარტიაში ამბობენ, რომ რობიტაშვილი თბილისში ყრილობას ესწრებოდა, დედოფლისწყაროში დაბრუნებისას კი მას 4 ნიღბიანი დაესხა თავს და სცემა.

პარტიაში მომხდარს დაშინების მცდელობად აფასებენ. მათივე თქმით, პოლიციას უკვე მიმართეს.

თავად გოგიტა რობიტაშვილი „ფორმულასთან“ აცხადებს, რომ თავდამსხმელებს არაფერი წაუღიათ, ის ძარცვას გამორიცხავს.