გოგა გზირიშვილმა ორსულ ცოლს ქეთა კეპულაძეს ყელი გამოჭრა – ახალი დეტალები

გოგა გზირიშვილმა ორსულ ცოლს ქეთა კეპულაძეს ყელი გამოჭრა - ახალი დეტალებიმკვლელობა ვარკეთილში – “პირველების” ინფორმაციით, ტრაგედიას წინ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი უძღვოდა, რის შემდეგაც ქმარმა ორსულ ცოლს სამზარეულოს დანით ყელი ერთი წლის შვილის თანდასწრებით გამოჭრა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე  მიმდინარეობს. დაკითხვების სერიაა ვარკეთილის პოლიციაშიც.

მომხდართან დაკავშირებით მეზობლებს საუბარი უჭირთ.

საზარელი მკვლელობა ვარკეთილის მესამე მიკრორიონში ცოტა ხნის წინ მოხდა. 23 წლის გოგა გზირიშვილმა ხუთი თვის ორსული მეუღლე, 22 წლის ქეთა კეპულაძე ერთი წლის შვილის თანდასწრებით მოკლა.

მან მეუღლეს სამზარეულოს დანით ყელი გამოჭრა.

გზირიშვილი პოლიციამ მალევე დააკავა. გზირიშვილი ბრალს აღიარებს.

ტვ პირველი