საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის მიძღვნილი სიმღერა „მიშა მაგარია“ NFT-ით ვაჭრობის ვებგვერდზე, Openseas-ზე აიტვირთა და მისი ფასი 12.02 ეთერიუმია რაც 55.000 $-ს შეადგენს.
NFT (Nonfungible Token) ჩაუნაცვლებელი ციფრული ინფორმაციაა და ის კრიპტოვალუტა ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილია.
სიმღერა „მიშა მაგარია“ ჯგუფ „სახეს“ ყოფილმა სოლისტმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ასევე გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, გოგა ხაჩიძემ დაწერა. აღნიშნულ სიმღარეზე კლიპი 2007 წელს გადაიღეს.
თუ რატომ გადაწყვიტა გოგა ხაჩიძემ სიმღერის გაყიდვა, ამ კითხვაზე „პრაიმტაიმს“ უპასუხა:
„ვყიდი იმიტომ რომ სწორი დრო და მომენტია, უნიკალური პროდუქტია და NFT გამოცდილებაც საინტერესოა.
ვფიქრობ, ხვალ უფრო ძვირად გაიყიდება
ჯერჯერობით ერთმა დააფიქსირა ყიდვის სურვილი, ოღონდ დაბალ ფასად. ამ პლატფორმაზე პირველად ვყიდი მუსიკას“, – გვითხრა გოგა ხაჩიძემ.
პრაიმ ტაიმი