ცოტა ხნის წინ გუშინ ვარკეთილში მოკლული ქეთა კეპულაძე თავის სახლში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში, გადაასვენეს.
ადგილობრივები ქეთა კეპულაძეს დადებითად ახასიათებენ.
ქეთას ქმარს, გოგა გზირიშვილს, რომელსაც ცოლის მკვლელობა ბრალდება, ახასიათებენ როგორც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულს.
– ამ ბიჭის დედა იტალიაშია, მამა ტაქსაობს, უცბად რა მოხდა ამ ბიჭთან, არ ვიცი. ბიჭი თამაშობდა, დედა იტალიიდან არჩენდა, – უთხრეს მთავარს ვარკეთილში წყვილის მეზობლებმა.
მთავარი

