ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა – 13 ადამიანი დაიღუპა, 98 დაშავდა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა - 13 ადამიანი დაიღუპა, 98 დაშავდაინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგად 13  ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით ადამიანი.

ადგილობრივი კატასტროფის მართვის ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლის აბდულ მუჰარის განცხადებით, დაღუპული ადამიანებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ორის იდენტიფიცირება მოხერხდა.

,,დაშავდა 98 ადამიანი, მათ შორის ორი ორსული ქალი, ხოლო ევაკუირებულია 902 მოქალაქე“, – აღნიშნა წარმომადგენელმა.

სემერუ ერთ-ერთია ინდონეზიის 130 მოქმედ ვულკანს შორის. ის ბოლოს მიმდინარე წლის იანვარში ამოიფრქვა.

ვულკანის ამოფრქვევას ავიარეისებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია. სემერუ ერთერთია ინდონეზიის 130 მოქმედ ვულკანს შორის. ის ბოლოს მიმდინარე წლის იანვარში ამოიფრქვა, თუმცა მაშინ არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

იპნ