ისრაელმა გოლანის მაღლობზე ებრაელ ახალმოსახლეთა რაოდენობის გაორმაგების მიზნით 317 მილიონი დოლარის ღირებულების გეგმა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის მთავრობამ მხარი დაუჭირა 5 წლის განმავლობაში რეგიონში 7.300 სახლის აშენებას.
საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურის შექმნისა და სხვა პროექტების შესრულებისთვის 1 მილიარდი შეკელი უნდა დაიხარჯოს, რისი მიზანიც ტერიტორიაზე დაახლოებით 23.000 ებრაელი ახალმოსახლის მიზიდვაა.
“ჩვენი მიზანია გოლანის მაღლობის მოსახლეობის გაორმაგება” , – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.
ამჟამად გოლანის მაღლობზე ისრაელის დაახლოებით 25.000 ახალმოსახლე მოქალაქე ცხოვრობს.
იპნ