ისრაელის მოქალაქეები აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, უნგრეთში, მაროკოში, პორტუგალიაში, კანადაში, შვეიცარიასა და თურქეთში გამგზავრებას სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ შეძლებენ.
მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების პრევენციაა.
შეზღუდვა 22 დეკემბრიდან ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს, საერთო ჯამში, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გამგზავრება ექნებათ აკრძალული.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დრომდე „ომიკრონ“ ვარიანტის 134 დადასტურებული და კიდევ 307 საეჭვო შემთხვევაა გამოვლენილი.
იპნ