ისრაელში ომიკრონით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ისრაელში ომიკრონით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდაისრაელში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მედია იუწყება.

მათივე ცნობით, გარდაცვლილი 65 წლის მამაკაცია, რომელიც “ბერ შებეს” საავადმყოფოში მკურნალობდა. ის ორჯერადად იყო ვაქცინირებული, თუმცა ჰქონდა თანმდევი დაავადებები.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის კიდევ 170 შემთხვევაა გამოვლენილი.

იპნ