იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ რავანუზაში, 4-სართულიანი კორპუსი დაინგრა.
გამოცემის ცნობით, მაშველები 12 ადამიანს, მათ შორის, 3 ბავშვს ეძებენ.
შენობაში გაზის მილის აფეთქდა, რასაც ჯერ ხანძარი, შემდეგ კი შენობის ნგრევა მოჰყვა.
მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა უკვე შეძლეს და ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. აფეთქებისა და ნგრევის შედეგად, სულ მცირე, 2 ახლომდებარე შენობაა დაზიანებული.
პრაიმ ტაიმი