იტალიაში, სიცილიის ქალაქ რავანუზაში გაზის აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა.
Reuters ინფორმაციას ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ბრიგადის კაპიტნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ექვსი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ორი კი შენობის ნანგრევების ქვეშ ცოცხალი იპოვეს.
ადგილზე კვლავ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები დაკარგული ადამიანების საპოვნელად.
იპნ