ჯონსონი – “რეანიმაციის პაციენტების 90% ბუსტერ დოზით არაა აცრილი”

ჯონსონი - "რეანიმაციის პაციენტების 90% ბუსტერ დოზით არაა აცრილი"გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრან.

”ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ იმ ადამიანების უმეტესი ნაწილი, რომლებიც ამჟამად ჩვენი საავადმყოფოების რეანიმაციულ განყოფილებებში რჩებიან, არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან „ბუსტერ“ დოზით აცრილები. მე ვესაუბრე ექიმებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მაჩვენებელი რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი ადამიანების 90%-ს შეადგენს“, – აღნიშნა ჯონსონმა.

მისი თქმით, ვაქცინირებული მოქალაქეები ჰოსპიტალიზაციის გაცილებით დაბალი რისკის ქვეშ არიან.

”თუ ვაქცინირებული არ ხარ, რვაჯერ უფრო დიდია ალბათობა, რომ საავადმყოფოში მოხვდები. ასე რომ, ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. აიცერით „ბუსტერით“ საკუთარი თავისთვის და ისიამოვნეთ ახალი წლის დღესასწაულით გონიერებისა და სიფრთხილის გამოჩენით,“- აღნიშნა პრემიერმა.

იპნ