კახეთის გუბერნატორი ავარიაში მოყვა. შემთხვევა 12 დეკემბერს, საღამოს მოხდა. თბილისიდან კახეთის მიმართულებით მიმავალი, ირაკლი შიოშვილი, გურჯაანის შემოვლით გზაზე, სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, სახელმწიფო რწმუნებულმა დაზიანებები მიიღო და ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
ექიმების განმარტებით, პაციენტზე ამჟამად დაკვირვება მიმდინარეობს, რის შემდეგაც მას, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.
ტრაილერში მყოფი მგზავრებიდან, არავინ დაზიანებულა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.