ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო.
სხდომის გადადების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენარადგან რეპლიკისთვის დრო სჭირდებოდა.
აღნიშნულ შუამდგომლობას არ დათანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ზვიად კორძაძემ აღნიშნა, პროკურატურა თავქუდმოგლეჯილი ჩქარობდა ამ საქმის დასრულებას, ახლა კი დროს წელავს.
მოსამართლე გიორგი არევაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომა 11 იანვარს, დილის 11 საათზეა ჩანიშნული.

