კონკურენციის სააგენტომ 2 სათარჯიმნო კომპანია დააჯარიმა    

კონკურენციის სააგენტომ 2 სათარჯიმნო კომპანია დააჯარიმა    კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სათარჯიმნო მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ფინანსური სანქცია დაეკისრათ და კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაევალათ.

„სააგენტომ 2021 წლის 28 დეკემბერს დაასრულა შპს “დელტა დეველოპმენტ გრუპის“ 2021 წლის 26 აპრილის საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა სათარჯიმნო/მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი 5 კომპანიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის (ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტს.

მოკვლევის შედეგად დადასტურდა 2 მოპასუხე ეკონომიკური აგენტის: შპს „თბილისის ბიზნეს სახლისა“ (ს/ნ: 404482608) და შპს „თბილისის ბიზნეს სახლის“ (ს/ნ: 204564293) მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის დარღვევა. დარღვევა გამოიხატებოდა საქმიან და კომერციულ ურთიერთობებში ISO 9001:2015 სერტიფიკატისა და IQNET-ის შესაბამისი ლოგოს უკანონო გამოყენებაში, რაც სააგენტოს შეფასებით, წარმოადგენს კომპანიის პრეზენტირებას/რეკლამირებას ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით“,- აცხადებენ სააგენტოში.

ამასთან, მესამე მოპასუხე კომპანიას – შპს “უნივერსალურ ბიზნეს სერვისებს” განხორციელებული ქმედების „კონკურენციის შესახებ“ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა დაევალა. კერძოდ, მომხმარებლისათვის დამაბნეველი და შეცდომაში შეყვანის რისკის მატარებელი ინფორმაციის ვებ-გვერდიდან აღება.

ფორმულა