კრემლში ინფორმაციის დამალვის ახალ ხერხს მიაგნეს

კრემლში ინფორმაციის დამალვის ახალ ხერხს მიაგნეს„რადიო თავისუფლების“ ცნობით, „როსრეესტრმა“ გააქრო ინფორმაცია იმ უძრავი ქონების მფლობელების შესახებ, რომლებიც რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო თანამშრომლები არიან და მათი კვალი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეში იკვეთება. „რადიო თავისუფლების“ რუსული ბიურო ამ ინფორმაციას ნავალნის გუნდის მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს. „როსრეესტრი“ უძრავი ქონების მონაცემთა ერთიანი ბაზაა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. როგორც ნავალნის გუნდის გამოძიებაშია ნათქვამი, „როსრეესტრიდან“ წაშლილია ჩანაწერები ოლეგ ტაიაკინის ბინის შესახებ, რომელსაც „მომწავმლელთა ჯგუფის“ ერთ-ერთ საკვანძო მონაწილედ მიიჩნევენ. ასევე, „როსრეესტრიდან“ გამქრალია ინფორმაცია ბინის და პოდმოსკოვიეში მდებარე მიწის ნაკვეთის შესახებ, რომელიც ფსბ-ს სპეციალური ტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელს, ვლადიმირ ბოგდანოვს ეკუთვნის.

კრემლში ინფორმაციის დამალვის ახალ ხერხს მიაგნესარსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ის ხელმძღვანელობდა მომწამვლელებს. ასევე, რუსული რეესტრიდან Bellingcat-ის მიერ რამდენიმე თვის წინ ჩატარებული გამოძიებაში ნახსენები პირებიც გააქრეს. როგორც ირკვევა, პარალელურად, „როსრეესტრმა“ სხვა და სხვა რუსი ჩინოვნიკის და საჯარო პირის მონაცემებიც გაასაიდუმლოვა. როგორც ჩანს, პუტინთან დაახლოებულმა პირებმა და მათ, ვინც შეიძლება სხვა და სხვა დანაშაულში იყოს მხილებული, იპოვეს გზა, თუ როგორ დაემალონ დამოუკიდებელ რუსულ მედიას და უცხოელ გამომძიებელ-ჟურნალისტებს. „თვალსაჩინოა, რომ როსრეესტრიდან საკუთარი თავის გაქრობის სერვისი განუსაზღვრელი რაოდენობის ჩინოვნიკებმა, მათმა ნათესავებმა, მეგობრებმა და ახლობლებმა მიიღეს.“-წერენ გამოძიების ავტორები.

კრემლში ინფორმაციის დამალვის ახალ ხერხს მიაგნესნავალნის თანაგუნდელები თვლიან, რომ ეს ფაქტი იმას ადასტურებს , რომ „რუსეთში ნამდვილად არსებობს ფსბ-ს ჯგუფი, რომელიც პოლიტიკური მკვლელობებით და სასამართლოს მიღმა გასამართლებით არის დაკავებული.“ ალექსეი ნავალნი, როგორც მისი თანაგუნდელები ამტკიცებენ და რაც ასევე ავტორიტეტულმა დასავლურმა ლაბორატორიებმა დაამტკიცეს, რუსეთის ტერიტორიაზე 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ის სიკვდილს გადაურჩა და გერმანიაში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა. Bellingcat-ის და რამდენიმე დასავლური მედია ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობა ფსბ-ს თანამშრომლების მიერ იყო მოწყობილი. მანამდე კი, ნავალნის თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

კრემლში ინფორმაციის დამალვის ახალ ხერხს მიაგნესმიუხედავად ამ ინფორმაციისა, რუსეთში ამ დრომდე მისი მოწამვლის საქმის გამოძიება არ დაუწყიათ. კრემლში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი რუსეთის ტერიტორიაზე არავის მოუწამლავს. უფრო მეტიც, რუსეთში დაბრუნების შემდეგ ნავალნი ციხეში აღმოჩნდა, ხოლო მისი ორგანიზაცია ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს და საქმიანობა აუკრძალეს.

ნინო რამიშვილი