კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძეს პასუხობს და ამბობს, რომ 5.000 დოლარი მისთვის არასოდეს არავის გადაუხდია.
“5000$ დოლარებს რომ იხდიდნენ სიმღერის დაწერაში, დღეს ჩემი სახლი ბანკში არ იქნებოდა
5000$ დოლარი ცხოვრებაში არასოდეს არავისგან არ ამიღია
ყველაზე დიდი ჰონორარი ასტუდიომ გადამიხადა 3000$
ეს იყო ჩემი კარიერის მაქსიმუმი” – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქში.
რამდენიმე დღის წინ მაიკო კაჭკაჭიშვილმა სოციალურ ქსელში შოუბიზნესში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა, სადაც ასევე ახსენა ნუცა ბუზალაძის გამარჯვება იურმალაზე.
“ნუცა ბუზალაძემ ჩემი სიმღერით მოიგო “იურმალა”, აიღო პრიზად 70 ათასი დოლარი. პატარა იები ან ბანბანერკა ან რაფაელო არც გახსენებია, ასე რომ, ამაზე მაქვს საუბარი…” – ამბობდა ვიდეოში კომპოზიტორი.
ნუცა ბუზალაძის თქმით, 12 წლის იყო როდესაც მაიკომ ეს სიმღერა დაუწერა და ამაში მას 5000 დოლარი გადაუხადა, ხოლო იურმალა 17 წლისამ მოიგო.
რეპორტი