საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე სასამართლოს პლენუმმა დააწინაურა. ის საკონსტიტუციოს თავმჯდომარის მოადგილე და მეორე კოლეგიის თავმჯდომარე გახდა.
კობახიძე 2018 წლის 12 იანვრიდან იკავებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობას. დაწინაურების შემდეგ კი კობახიძეს ამ ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, გიორგი თევდორაშვილი შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ მანანა კობახიძე 2012-2017 წლებში იყო “ქართული ოცნების” დეპუტატი პარლამენტში.
2017 წლის 8 თებერვალს პარლამენტმა ის საკონსტიტუციოს წევრად აირჩია.
მთავარი