მექსიკაში ცნობილი მოდელი და მსახიობი, ტანია მენდოსა მოკლეს. მას თავს სპორტულ მოედანთან დაესხნენ, სადაც მისი 11 წლის ვაჟი ფეხბურთს თამაშობდა. 42 წლის მოდელის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
თავდამსხმელები პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.
ტანია მენდოსა ცნობილ ფილმებში თამაშობდა, როგორიცაა “სამხრეთის დედოფალი” და “ტერორი მუზეუმში”.