გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. ვერდიქტი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
გამამართლებელ ვერდიქტს 12-ვე ნაფიცმა მსაჯულმა დაუჭირა მხარი.
კობიაშვილი გამართლდა ორივე ბრალდებაში – განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში.
გორის რაიონულ სასამართლოსთან მსაჯულების გადაწყვეტილებას მოკლული ახალგაზრდას, თაზო გორთამაშვილის ოჯახის წევრები აპროტესტებენ.
მასალის გამოყენების პირობები