მერკელის პარტიის ლიდერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს

მერკელის პარტიის ლიდერად ფრიდრიხ მერცი აირჩიესგერმანიის მემარჯვენე ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (ქდკ) წევრებმა პარტიის ლიდერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარტიის მიერ გამართულ კენჭისყრაში მერცმა ხმების 62%-ზე მეტი მიიღო და მნიშვნელოვნად გაუსწრო კონკურენტებს, გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, ნორბერტ როეტგენსა და ფედერალური კანცლერის აპარატის ყოფილ ხელმძღვანელს, ჰელგე ბრაუნს.

შეგახსენებთ, გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ სექტემბერის არჩევნებში ხმების ისტორიულად დაბალი მაჩვენებელი მიიღო და, ბოლო 16 წლის განმავლობაში პირველად, ოპოზიციური პარტია გახდა. ქდკ-ის ლიდერმა, არმინ ლაშეტმა არჩევნების შემდეგ თანამდებობა დატოვა.