მიხეილ სააკაშვილის ბიძა დაკითხვაზე დაიბარეს

მიხეილ სააკაშვილის ბიძა დაკითხვაზე დაიბარესმესამე პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია დაკითხვაზე დაიბარეს – ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ავრცელებს:

“გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს.

ჩემი რჩევა ივანიშვილს – თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.