მოსკოვში მამაკაცმა პირბადეზე უარი თქვა და 2 ადამიანი მოკლა

მოსკოვში მამაკაცმა პირბადეზე უარი თქვა და 2 ადამიანი მოკლამოსკოვში, მრავალფუნქციურ ცენტრ „რიაზანსკში“ სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მრავალფუნქციურ ცენტრ „რიაზანსკში“ ტრაგედია მოხდა. სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, სამი კი – დაშავდა. მკვლელი დაკავებულია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაშავებულების დასახმარებლად,“- წერს მერი „ტვიტერში“.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ბავშვია.

ზოგიერთი მედია საშუალების ცნობით, მამაკაცმა სროლა მაშინ დაიწყო, როცა პირბადის გაკეთებაზე უარის თქმის გამო დაცვის სამსახურის თანამშრომელმა მისი ცენტრიდან გაყვანა სცადა.

იპნ