ნიკა მელიამ „ტვ პირველზე” გიგა ბოკერიას უსინდისო უწოდა. “ენმ”-ის თავმჯდომარის გაღიზიანება ბოკერიას განცხადებამ გამოიწვია, სადაც ის ამბობს, რომ მელიამ შიმშილობით გაიხანგრძლივა ლიდერობა.
„ვინ იგულისხმა გიგა ბოკერიამ ლიდერში, თუ ასე თქვა ასე გაიხანგრძლივაო უსინდისო ყოფილა. სადმე თუ მექნება შესაძლებლობა უნდა მოისმინოს პირადადაც, თუ ეს მართლა აქვს მას ნათქვამი. ადამიანები ცდილობენ რაღაც ნიშის მოძებნას ოღონდ ეთერში მოხვდნენ.” – განაცხადა მელიამ.

