ნიკო კვარაცხელიას ოჯახი – “ჭელიძე და კაველაძე ვისი მფარველობის ქვეშ არიან, თავს ყველაფრის უფლებას რომ აძლევენ?!”

ნიკო კვარაცხელიას ოჯახი - "ჭელიძე და კაველაძე ვისი მფარველობის ქვეშ არიან, თავს ყველაფრის უფლებას რომ აძლევენ?!"27 დეკემბრის სასამართლო სხდომის შემდეგ ნიკო კვარაცხელიას ოჯახმა ასეთი განცხადება გააკეთა:

“დღეს ჩვე­ნი ოჯა­ხი, კი­დევ ერთხელ, თქვენ­თან ერ­თად, აბ­სურ­დის თე­ატ­რის მომსწრე­ნი გავ­ხდით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით ვი­ხი­ლეთ ორი -“ადა­მი­ა­ნი” თა­ვა­წე­უ­ლი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს უდას­ტუ­რებ­დნენ აბ­სურ­დს, ისი­ნი ჩემს შვილს არ იც­ნობ­დნენ და დღემ­დე მკვლე­ლო­ბის მო­ტივს არ ასა­ხე­ლე­ბენ, ვერც ეს ორი და ვერც შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი, საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლია?!

ვისი მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ არი­ან ესე­ნი, რომ თავს ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ? უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ამა­ყად სა­უბ­რო­ბენ მათ თით­ქმის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ზე. ნი­კოს საქ­მის­თვის ჩვენ არ გვყო­ლია ად­ვო­კა­ტი, რად­გან არ ვფიქ­რობ­დით, რომ ნი­კოს დაც­ვა სჭირ­დე­ბო­და. უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი იხი­ლა ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ.

მინ­და, მო­ვუ­წო­დო ჭე­ლი­ძის და კა­ვე­ლა­ძის ოჯა­ხებს, თქვენ, თქვენ­მა მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა გა­გაც­ნეს საქ­მე, თქვენ იცით მკვლე­ლიც, დამ­კვე­თიც და თა­ნა­მო­ნა­წი­ლეც. სუნ­თქვა არ შე­გეკ­რათ დღეს, რო­დე­საც თქვე­ნი შო­ბი­ლი ე.წ, ადა­მი­ა­ნე­ბი იხი­ლეთ ამ აბ­სურ­დის თე­ატ­რში თა­ნა­მო­ნა­წი­ლედ. თქვენ ხომ ყვე­ლა­ფე­რი იცით, ვინ და რა გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი? რა­ტომ უწყობთ ოჯა­ხი ხელს, რომ თქვე­ნი შვი­ლე­ბი და­იხ­სნათ ამ უსას­ტი­კე­სი და­ნა­შა­უ­ლი­დან, ღვთის რის­ხვის მა­ინც არ გე­ში­ნი­ათ? გა­უ­საძ­ლი­სია ჩვე­ნი ყოფა… ვთხოვ იმ სტრუქ­ტუ­რას, გან­მსჯელს, რომ იმოქ­მე­დოთ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. ნუ­რა­ვინ ეც­დე­ბა ამ საქ­მის კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ტო­ვე­ბას, ჩვენ არ გავ­ჩერ­დე­ბით სა­ნამ სი­მარ­თლე არ გაჟ­ღერ­დე­ბა.”