საბავშო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელმა, ნიკო ქაჯაიამ მე-4 ადგილი აიღო. ნიკომ 163 ქულა დააგროვა.
კონკურსში სომხეთმა გაიმარჯვა. მეორე ადგილას პოლონეთი, ხოლო მესამეზე მასპინძელი ქვეყანა, საფრანგეთი გავიდა.
ნიკო ქაჯაიამ საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერას „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles) შეასრულა.
საბავშვო ევროვიზიაზე 19 ქვეყანა მონაწილეობდა. ნიკო კონკურსში მე-2 ნომრად იყო წარმოდგენილი.