“ნინო ბაშარულს იტალიაში სველ ფილაზე ფეხი აუცურდა და მე-8 სართულიდან გადავარდა” – მას თავი არ მოუკლავს

"ნინო ბაშარულს იტალიაში სველ ფილაზე ფეხი აუცურდა და მე-8 სართულიდან გადავარდა" - მას თავი არ მოუკლავსმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იტალიის ქალაქ ფლორენციაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის შესახებ. წერდნენ, რომ ქალმა თავი მოიკლა, იმ სახლის მე-8 სართულიდან გადმოხტა, სადაც მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა:

ნინო ბაშარული, რომელიც ოჯახში მუშაობდა, უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეონა ბოტკოველი წერს:

„მეგობრებო, ჩემო ემიგრანტებო, სამწუხაროდ, დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს საემიგრაციო ჯგუფებმა ფლორენციაში გარდაცვლილი ემიგრანტის ნინო ბაშარულის შესახებ, რომელსაც მე პირადად ვიცნობდი ჩემი ჯგუფიდან. გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ მას თავი არ მოუკლავს, ოჯახში, სადაც მუშაობდა ნინო, პოლიცია და ჩვენი საელჩო ადასტურებენ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, მას ფეხი აუცურდა სველ ფილაზე და გადმოვარდა მერვე სართულიდან.

გთხოვთ, გაავრცელოთ სწორი ინფორმაცია და ყველგან, სადაც ნახავთ პოსტს მის თვითმკვლელობაზე, მოსთხოვოთ პოსტის ავტორს, წაშალოს და მის მეგობრებს მოგვცენ საშუალება ვილოცოთ მისი სულისთვის.

ვწუხვარ და ვიზიარებ ოჯახის,მეგობრების ამ დიდ ტრაგედიას, უფალმა ნათელში ამყოფოს ნინო შენი ლამაზი სული“.

nostal.ge მწუხარებას გამოთქვამს ნინო ბაშარულის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს.

ნოსტალ.ჯი