ნიუ იორკში აშენებულ ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ საკითხს ქალაქის საკრებულო განიხილავს. პროექტის მიხედვით, საწყის ეტაპზე, ბუნებრივი აირის შეყვანა 7-სართულიან შენობებში 2023 წლამდე სრულად აიკრძალება, 2027 წლიდან კი გაზს ვერც მაღალსართულიან შენობებში გამოიყენებენ.
გამოცემის ცნობით, საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობას ელექტროენერგიაზე გადასვლა მოუწევს. პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ამ გზით ნიუ იორკში მავნე გამონაბოლქვი შემცირდება.