ნუცა ბუზალაძე – “მაიკო კაჭკაჭიშვილს მის სიმღერაში 5.000 დოლარი გადავუხადეთ”

ნუცა ბუზალაძე - "მაიკო კაჭკაჭიშვილს მის სიმღერაში 5.000 დოლარი გადავუხადეთ"კომ­პო­ზი­ტო­რმა და მომ­ღე­რა­ლმა მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლმა ცოტა ხნის წინ ისა­უბ­რა შო­უ­ბიზ­ნეს­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე,

“და­ფი­ცე­ბუ­ლი მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში, არა­ვის სიმ­ღე­რას აღარ და­ვუ­წერ. თა­ვი­დან­ვე ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­მეძ­ლო სიმ­ღე­რა, მაგ­რამ 200 კი­ლომ­დე ვი­ყა­ვი და ვფიქ­რობ­დი, სცე­ნას არ მო­ვუხ­დე­ბო­დი და სხვებს გა­და­ვუ­ლო­ცე….

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ ჩემი სიმ­ღე­რით მო­ი­გო “იურ­მა­ლა”, აიღო პრი­ზად 70 ათა­სი დო­ლა­რი. პა­ტა­რა იები ან ბან­ბა­ნერ­კა ან რა­ფა­ე­ლო არც გახ­სე­ნე­ბია, ასე რომ, ამა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი…” – ამ­ბობ­და ვი­დე­ო­ში კომ­პო­ზი­ტო­რი.

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. მანასეთი კომენტარი გააკეთა:

– 12 წლის ვი­ყა­ვი, მა­ი­კომ ეს სიმ­ღე­რა რომ და­მი­წე­რა და 5.000 დო­ლა­რი გა­და­ვუ­ხა­დეთ ყვე­ლა­ფერ­ში, ტექ­სტი, სიმ­ღე­რა და არან­ჟი­რე­ბა. “იურ­მა­ლა” კი 17 წლის ასაკ­ში მო­ვი­გე. ამ სიმ­ღე­რა­ში ფული გა­და­ვი­ხა­დე და თა­ვის დრო­ზე საკ­მა­ოდ ძვი­რი.

12 წლის რომ ვი­ყა­ვი, მა­შინ არა­ვინ მიც­ნობ­და და ჩვე­უ­ლებ­რივ ვი­ყი­დეთ ეს სიმ­ღე­რა. რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, აქამ­დე მა­ი­კოს­თვის წყე­ნა თუ შე­მიმ­ჩნე­ვია, გე­ტყვით, რომ არა­სო­დეს…

ამბები