“ომიკრონით ინფიცირება მსუბუქად მიმდინარეობს, დელტა მასზე გაცილებით საშიშია” – რას ამბობს ქართველი ექიმი სამხრეთ აფრიკიდან

"ომიკრონით ინფიცირება მსუბუქად მიმდინარეობს, დელტა მასზე გაცილებით საშიშია" - რას ამბობს ქართველი ექიმი სამხრეთ აფრიკიდანქარ­თვე­ლი ექი­მი თა­მაზ გვი­ლია უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში მოღ­ვა­წე­ობს.

– სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ნორ­მა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბაა, შიში და და­ძა­ბუ­ლო­ბა არ იგ­რძნო­ბა. ახა­ლ შტამ­ზე რომ ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი ატყდა, ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ. პრე­ტო­რი­ა­ში და­ი­წყეს კვლე­ვა და ერ­თა­დერ­თი რა ინ­ფორ­მა­ცი­აც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს მოგ­ვა­წო­დეს, ეს ფორ­მა ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სახ­ლში მკურ­ნა­ლობს და ქარ­თულ სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ებს რომ ვუ­ყუ­რებ, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვამ­ბობ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰგო­ნი­ათ, რომ მეტი იცი­ან ამ ახალ შტამ­ზე, ვიდ­რე აქ-მეთ­ქი. “დელ­ტა” ბევ­რად უფრო სა­ში­ში ფორ­მაა, ვიდ­რე ომიკ­რო­ნი და ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რომ მსოფ­ლი­ო­ში ვი­ღა­ცებს სჭირ­დე­ბო­დათ ეს აჟი­ო­ტა­ჟი..

 – მო­სახ­ლე­ო­ბა აც­რი­ლია?

– დღემ­დე სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში აც­რი­ლია თით­ქმის მე­სა­მე­დი, 28%. 60 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლეა, და­ინ­ფი­ცირ­და 2 მი­ლი­ონ 900 ათა­სი, აქე­დან 89 ათა­სი გარ­და­იც­ვა­ლა… . პრო­ვინ­ცი­ა­ში, სა­დაც ვარ, 6 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე 4800 გარ­დაც­ვლი­ლია… ცოტა არ არის და უზარ­მა­ზა­რი ტრა­გე­დი­აა… სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით არის პრო­ცენ­ტუ­ლად უფრო ნაკ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი, თო­რემ რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან და­ა­ზა­რა­ლა…

თა­ვი­დან ძა­ლი­ან კარ­გად მარ­თავ­დნენ, შემ­დეგ აი­წია და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვმა. მეც მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტთა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ერთი პე­რი­ო­დი ვირუ­სის მარ­თვა შე­და­რე­ბით გარ­თულ­და და მა­შინ ყვე­ლას გვთხო­ვეს დახ­მა­რე­ბა. ად­გილ­ზე ვნა­ხე, რა კარ­გად ჰქონ­დათ ყვე­ლა­ფე­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი – პა­ცი­ენ­ტთა მოვ­ლა, მი­ღე­ბა, გა­და­ნა­წი­ლე­ბა…

– ვაქ­ცი­ნა­ცია როდის და­ი­წყო?

– ვაქ­ცი­ნა­ცია 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყეს და პირ­ვე­ლად ექი­მე­ბი აგ­ვცრეს. სამ კვი­რა­ში ექი­მე­ბის აცრა დას­რულ­და და შემ­დეგ ასა­კოვ­ნე­ბის აცრა და­ი­წყო. აქ ან­ტი­ვაქ­სე­რი არ შემ­ხვედ­რია, არც გა­მი­გო­ნია, ვინ­მე აც­რას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს.

ამბები