“ოცნების გოგო მოავლინე და შენ ზეცაში გაფრინდი” – 19 წლის სესილი ბუბუტეიშვილი მშობიარობას შეეწირა

"ოცნების გოგო მოავლინე და შენ ზეცაში გაფრინდი" - 19 წლის სესილი ბუბუტეიშვილი მშობიარობას შეეწირაქუ­თა­ის­ში, ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში სა­კე­ის­რო კვე­თის დროს გარ­დაცვ­ლი­ლი 19 წლის ორ­სუ­ლი სე­სი­ლი ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლია.

ექი­მებ­მა ჩვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს, ახალ­შო­ბი­ლის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. რა გახ­და ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გის მი­ზე­ზი, ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

კლი­ნი­კა­ში ამ ეტაპ­ზე მომ­ხდარ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ და გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს ელო­დე­ბი­ან.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი სე­სი­ლის ემო­ცი­უ­რი პოს­ტე­ბით ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან.

“რა­ნა­ი­ა­რად შე­იძ­ლე­ბა შენ­ზე წარ­სულ­ში ლა­პა­რა­კი სე­სი­კო ….შენ ხომ ჩვენს ქუ­ჩა­ზე ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ხარ სულ რა­ღაც 19 წლის. გუ­შინ­დელ დღე­სა­ვით მახ­სოვს შენი და­ბა­დე­ბა… ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა და ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი…. მზე გუ­ლი­ა­ნი და არა­მი­წი­ე­რად კაც­თმოყ­ვა­რე. პა­ტა­რა სესო, სე­სი­კუ­ნა, ფუმ­ფუ­ლი­კო ასე გე­ძახ­დით. მერე უცებ გა­ი­ზარ­დე, დამ­შვენ­დი, ისე მალე და­ქალ­დი რომ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო…თუმ­ცა ჩვენ მა­ინც ლო­ყებ­ზე გჩ­მეტ­დით ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, შენი “დი­დო­ბა “ამა­ში ხელს არ გვიშ­ლი­და.

ამ ფო­ტო­ზე დე­დო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ლო­დი­ნით გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი მოხ­ვე­დი ჩემ­თან, ჯერ არ და­ბა­დე­ბუ­ლი ანას­ტა­სია გა­მა­ცა­ნი, ისე ძა­ლი­ან ჩა­მე­ხუ­ტე რომ არა­სო­დეს გა­ნელ­დე­ბა…..შენი კე­თი­ლი გუ­ლის ქვეშ მე­ო­რე გული სცემ­და….ერ­თად მო­ვუს­მი­ნეთ მის გუ­ლის­ცე­მას, მო­ნი­ტორ­ზე შევ­ხე­დეთ, რო­გო­რი ბუთ­ქუ­ჩაც იყო…..მერე კი სულ მალე შენი ოც­ნე­ბის გოგო მო­ავ­ლი­ნე სამ­ყა­როს და შენ ზე­ცა­ში გაფ­რინ­დი ისე, რომ მისი ჩა­ხუ­ტე­ბაც ვერ მო­ას­წა­რი…ასე არ უნდა ხდე­ბო­დეს…. ასე არ შე­იძ­ლე­ბა, მიყ­ვარ­ხარ…”, – წერს ნანა შენ­გე­ლია.

ნიუპოსტი