ოზურგეთში ლუკოილიდან 550 ლარი გაიტაცეს – 1 პირი დააკავეს

ოზურგეთში ლუკოილიდან 550 ლარი გაიტაცეს - 1 პირი დააკავესყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1968 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ლ. ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურში ყაჩაღურად თავს დაესხა ოპერატორს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცა ფული – 550 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.