პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, ბენი განცს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრისას პალესტინელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აბასი ისრაელის ხელისუფლების ოფიციალურ პირს 2010 წლის შემდეგ პირველად შეხვდა ისრაელში. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები გაიმართა ისრაელის ცენტრში, განცის სახლში.
შეხვედრას ისრაელის თავდაცვის სამინისტროც ეხმიანება და აცხადებს, რომ მაჰმუდ აბასმა და ბენი განცმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხოებისა და სამოქალაქო საკითხები“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ბენი განცმა აბასს განუცხადა, რომ აპირებს “განაგრძოს ქმედებები ეკონომიკურ და სამოქალაქო სფეროებში ნდობის გასაძლიერებლად, როგორც მათ შორის გამართული ბოლო შეხვედრის დროს შეთანხმდნენ”.
პალესტინის სამოქალაქო საქმეთა მინისტრმა და აბასის მთავარმა თანაშემწემ, ჰუსეინ ალ-შეიხმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე “უსაფრთხოების, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე” ისაუბრეს.
იპნ